ამერიკული შტატის სამხრეთ დაკოტას სასამართლომ მამაკაცს მკვლელობისა და ამ მკვლელობის ჩადენის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტზე ბარაკ ობამაზე თავდასხმის მომზადების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორციას ამის შესახებ ტელეარხი „ABC" ავრცელებს.
2011 წელს 44 წლის ჯეიმს მაკვეიმ 75 წლის მეიბლ შეინი მოკლა, მისი ავტომობილი გაიტაცა იმისათვის რათა ვაშინგტონამდე ჩასულიყო და ბარაკ ობამაზე თავდასხმა განეხორციელებინა.
მაკვეიმ ბრალი უკვე აღიარა და განაცხადა, რომ შეინის მკვლელობა აშშ-ს ლიდერზე თავდასხმის გეგმის ნაწილი იყო.