საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვალდებულია რუსეთთან „მისტრალების" მიწოდების შესახებ კონტრატი შეასრულოს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს განცხადება ფაბიუსმა ვაშინგტონში ყოფნისას გააკეთა.
„ხელმოწერილი კონტრაქტევბი სრულდება. იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს საშუალება მათი შესრულება არ დავიცვათ. საბოლოო გადაწვეტილება კი ოქტომბერში იქნება მიღებული.
სწორედ ოქტომბერში ხელახლა იქნება შეფასებული ამ გარიგების იურიდიული ასპექტები",_ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ ყირიმის მიერთების გამო აშშ საფრანგეთზე მისტრალებთან დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებს და ამ გარიგების გაუქმება უნდა.
„საფრანგეთს სიმტკიცის გაკვეთილები არ სჭირდება, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ისინი",_ განაცხადა მინისტრმა.
ამასთან ერთად, მან არ ის გამორიცხა, რომ უკრაინაში 25 მაისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს.