14 მაისს, 10:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი გურამ ოდიშარია ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჟირი ზლატუშკა, მისი მოადგილეები - აუგუსტინ კარელ ანდრილე სილორი და პავლ პლოცი, ასევე, კომიტეტის წევრი გაბრიელა ჰუბაჩკოვა და მდივან-თარჯიმანი მარცელა ჰავრდოვა. შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ტომაშ პერნიცკი და მისი მოადგილე - ვერონიკა სიდო დაესწრებიან.
ჩეხეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის განვითარების სტრატეგიების გაცნობაა.