„ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ქეტრინ ეშტონი და დევიდ კემერონი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ვეღარ ჩავლენ",_ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ ევროკავშრსა და აშშ-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აშშ-ს პრეზიდენტს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩასვლა 2014 წლის იანვრამდე აუკრძალა",_ ნათქვამია ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდიუმის თანათავმჯდომარის დენის პუშტილინის მიერ ხელმოწერილ „ოფიციალურ დოკუმენტში".
მიზეზად დასახელებულია ის, რომ ისინი მხარს უჭერენ „უკრაინის „პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტუჩინოვს ტერმინ „ანტიტერორისტული"-ს გამოყენებაში".
ამავე მიზეზით, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოჩენა აქვს აკრძალული გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.
ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეტრინ ეშტონს „ბრალად" აქვს წაყენებული „თანამდებობრივი გულგრილობა, რომელმაც საშუალება მისცა ნეონაცისტებს უკრაინაში თავი დაუსჯელად იგრძნონ".
აი დიდი ბრიტანეთის პრემიერი კი, რუსული მედიის ინფორმაციით, ამ აკრძალვების ნუსხში „პირობითად" არის ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები