„გაზპრომმა" უკრაინას ივნისის თვის გაზის საფასურის ანგარიში წარუდგინა. თანხა 1, 66 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. „გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინას ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნა იმის შესახებ, რომ გადახდა საავანსო სისტემაზე გადადის. შესაბამისი განკარგულება გუშინ რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გასცა.
„წარდგენილია წინასწარი ანგარიში, მიწოდების საკონტრაქტო მოცულობიდან გამომდინარე -114 მლნ კუბ.მ დღეღამეში. უკრაინამ ეს თანხა 2 ივნისამდე უნდა გადაიხადოს",_ განაცხადა კუპრიანოვმა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში უკრაინის ვალი ამჟამად 3,508 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.