"ქრისტიან-დემოკრატები" ნდობის ჯგუფის ფორმატით უშიშროების საბჭოს მდივანთან ითხოვენ შეხვედრას. ეს მოთხოვნა "ქრისტიან- დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს პარალმენტში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
როგორც მან აღნიშნა, მწიფდება "პანკისის კრიზისის" საფრთხე და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან დროულად უნდა იქნას პრევენციული ღონისძიებები გატარებული.
თარგამაძე მიიჩნევს, რომ დაუყონებლივ უნდა შეიკრიბოს ნდობის ჯგუიფი, სადაც მოწვეული იქნება უშიშროების სამბჭოს მდივანი და მოხდეს საკითხის განხილვა.
"თუ რამდენად ეფექტიანად ხორციელდება სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის ინფორმაციის დროული მოწოდება, ასევე რამდენად ეფექტიანად ხდება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და მისი ანალიზი, საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობასთან დაკავშირებით და ა.შ.", _ განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძე მომავალი წლის ბიუჯეტსაც ეხმიანება, რომლის თანახმად საგარეო დაზვერვის სამსახურისათვის დაფინანსება მცირდება. მისი თქმით, გაუმართლებელია არსებული რისკების პარალელურად საგარეო დაზვერვის სამსახურს შეუმცირდეს დაფინანსება.
"მე ამ მხრივ თავად საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოსაზრებბებიც მაინტერესებს" - აცხადებს თარგამაძე. როგორც მან აღნიშნა, ნდობის ჯგუფის მოწვევის ინიციატივას დღეს ბიუროს სხდომაზეც დააყენებს და როგოც აღნიშნა საორგანიზაციო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა.
შეგახსენებთ რომ ნდობის ჯგუფში არის 5 წევრი. სხდომის მოწვევას კი 3 წევრის თანხმობა სჭირდება. რაც შეეხება საგარეო დაზვერვის სამსახურტის დადფინანსებას ეს სამსახური წელს 6 მილიონი ლარით ფინანსდებოდა. მომავლი წლისთვის კი დაფინანსების 200 ათასი ლარით შემცირება იგეგმება.