ისრაელის მთავრობის ექს-მეთაურს ეჰუდ ოლმერტს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ოლმეტს ბრალად იერუსალიმში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლესის „ჰოლილენდის" მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღება ედება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „The Jerusalem Post" -ი ავრცელებს.
განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ რაც უფრო მაღალია თანამდებობა, რომელსაც განსასჯელი იკავებს მით უფრო მაღალი უნდა იყოს სასჯელი ქრთამის აღებისათვის.
ოლმერტი 1993-2003 იერუსალიმის მერი იყო. ბრალდების ვერსიის თანახმად სწორედ მაშინ აიღო მან ეს ქრთამი. ისრაელის პრემიერი თანამდებობაზე ოლმერტი 2006 დან 2008 წლამდე მუშაობდა და ამ თანამდებობიდან სწორედ „ჰოლილენდის" საქმის გამო გადადგა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოლმერტი იქნება პირველი პრემიერი, რომელსაც პატიმრობა შეეხო.