კანადის პრემიერ მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის აგრესია დაუსჯელი არ დარჩება და კანადამ რუსეთის 12 თანამდებობის პირს და დონბასის სეპარატისტებს სანქციები დაუწესა.
„რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და და პროვოკაციული სამხედრო მოქმედებები ჯერაც რჩება სერიოზულ პრობლემად საერთაშორისო საზოგადოებისათვის. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთზე ზეწოლას გაგრძელებს, მანამ ვიდრე ის დეესკალაციისაკენ ნაბიჯებს არ გადადგამს. პუტინის რეჟიმის აგრესია დაუსჯელი არ დარჩება",_ აცხადებს ჰარპერი.