ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადა და რუსეთის ფედერაციას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხის განხილვა სთხოვა. ეს განცხადება დღეს ე.წ. დროებითი მთავრობის თანათავმჯდომარემ დენის პუშილინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხალხი, 2014 წლის 11 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე ვაცხადებთ, რომ ამიერიდან დონეცკის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.
ხალხის თვითგამორკვევიდან გამომდინარე და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით ვთხოვთ რუსეთის ფედერაციას დონეცკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიიღოს",_ განაცხადა პუშტილინმა.