ყირიმში საკმარისად დაგროვდა ფულადი სახსარი რუბლებში იმისათვის რათა რუსეთის ფედერაციის ვალუტაზე გადასვლა განხორციელდეს. 1 ივნისიდან ყირიმი მთლიანად გადავა რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ ვალუტაზრ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გრივნა მიმოქცევიდან ამოიღება, თუმცა მისი გადახურდავება ბანკში შესაძლებელი იქნება.
„უკვე 1-ლი ივნისიდან ანგარიშსწორება ყველგან ყირიმში რუსულ რიბლში განხორციელდება. გრივნა არ მიიღება",_ განაცდადა ყირიმის ე.წ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსტამ ტემირგალიევმა.