საჭიროა დამატებითი ძალისხმევა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებისა და ტოლერანტობის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის მიზნით , - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ნილს მუიჟნეკსმა საქართველოში, იანვრის თვეში განხორციელებული ვიზიტის შემდგომი ანგარიშის გამოქვეყნებისას.
დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში სისხლის სამართლის გამოძიებებისა და სასამართლო საქმისწარმოების ხარვეზების შესახებ საჩივრებთან დაკავშირებით კომისარი ხაზს უსვამს, რომ სასამართლო სისტემა უნდა იყოს იმდენად სტაბილური, რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებას გაუძლოს.
„შეშფოთების საფუძველს იძლევა გამუდმებული ჩივილი სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებით არსებულ ნაკლოვანებებზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტებს ეხება. საქართველოს მთავრობამ ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით უნდა მოაგვაროს ეს საკითხები." - აცხადებს კომისარი.
იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს „დაგვიანებული რეფორმები მხარეთა თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით, დაცვის როლის გაძლიერების, როგორც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილეების სიღრმისეული პროფესიული განვითარების გზით."
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საჩივრებთან დაკავშირებით კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას შეაფასოს და პრიორიტეტი მიანიჭოს ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, განსაკუთრებით კი, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ წამების აკრძალვას შეეხება. ამასთანავე, იგი მიესალმება 2012 წლის ციხის სკანდალის შემდეგ პატიმართა მოპყრობის გაუმჯობესებას.
კომისარი მიესალმება ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას. მისი რეკომენდაციაა, მოხდეს დამატებითი მექანიზმების შემუშავება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის და ქართულ საზოგადოებაში ტოლერანტობის განმტკიცების მიზნით.
კომისარი საუბრობს უმცირესობათა ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის, არჩევით ორგანოებსა და საჯარო სამსახურში.
„მუსლიმთა და სხვა თემების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და მტრული განწყობის ღია გამოვლინების შემთხვევები ნამდვილად შემაშფოთებელია. ხელისუფლებამ უნდა წარმოაჩინოს უფრო მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა უზრუნველყოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უკეთესი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს მოიცავს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის კუთხით არსებული იურიდიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას