დონეცკელმა ბოევიკებმა საგანგენბო სიტუაციების სამმართველოს შენობა ჩაიგდეს ხელში, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შენობაში შეიარაღებული ადამიანები უკვე შევიდნენ და განაცხადეს, რომ სამსახურის მუშაობას ხელს არ შეუშლიან, თუმცა შენობას დაიცავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში არძელებენ. ბოევიკებმა შენობა იერიშის შედეგად აიღეს.