რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტები რთულ პირობებში ქვეყანაში განვითარებულ მოოვლენებზე სიმართლეს ამბობენ აი, უკრაინაში გავითარებული მოვლენენების გაშუქებისას კი დასავლელი ჟურნალისტები უსინდისო ტყუილამდე ეშვებიან. განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ის რაც თქვენ წაიკითხეთ, ციტატები, რომლებიც თითქოს მე მეკუთვნის - ეს პირდაპირი სიცრუეა. ვიცი, რომ სიცრუე და ნახევრადსიმართლე, რაც უფრო უარესია აქტიურად გამოიყენება უკრაინული კრიზისის პირობებში თავად უკრაინელი ჩინოსკებისა და მათი დასავლელი მფარველების მიერ",_ განაცხადა ლავროვმა და დასძინა: „ალბათ უბრალოდ ფაქტების მიჩქმალვა მათთვის არასაკმარისია".
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსი ჟურნალისტები, ხშირად სიცოცხლის რისკის ქვეშ, რთულ პირობებში, სიმართლეს ამბობენ და გადმოსცემენ. კერძოდ, რა მოხდა ოდესაში, როგორ უნდოდათ ოდესის გამეორება მარიუპოლში, რეფერენდუმის ჩაშლისათვის, როგორ გამოიყენებოდა „მაიდანის ასეულები" და ნაცგვარდიის ნაწილები.
„როგორ გამოიყენებოდა მძიმე ტექნიკა უიარაღო მოსახლების წინააღმდეგ - ამას ყველაფერს ჩვენი არხები პირდაპირ ეთერში იყენებდდნენ და მსგავს კადრებს თქვენ ვერ ნახავთ ისეთი პატივცემული ტელევიზიების ეთერში როგორიც არიან „BBC", „CNN"" , _ აცხადებს ლავროვი.