სეპარატისტული აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი არქეოლოგი გენადი ოგნიოვი მთებში დაიკარგა. აფხაზეთის ე. წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის ლევ კვიწინიას ინფორმაციით, დაკარგული არქეოლოგის ძებნა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
როგორც აფხაზეთის ე. წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოში აცხადებენ, ოგნიოვი მდინარე კელასურის სათავესთან დიდი აფხაზური კედლის ნარჩენებს ეძებდა. მისი კოლეგები აცხადებენ, რომ ოგნიოვი პროფესიონალია და ადგილობრივი მთიანეთის დიდი მცოდნეა.