ყირიმის ე.წ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსტამ ტემირგალიევმა დონეცსკსა და ლუგანსკში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შემდეგ ანალოგიური ღონისძიებების ჩატარება ოდესისა და ხარკოვის ოლქებში დაანონსა. მან ეს განცხადება „ფეისბუკში" თავის გერდზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მაშ ასე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებმა კიევის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად ჩაესალათ რეფერენდუმების ჩატარება მაინც დამოუკიდებლობა აირჩიეს. მხოლოდ დონეცკში მომხრე 89 %-ია! ახლა თვითგამორკვევას ოდესისა და ხარკოვის ოლქებში ველით" _ განაცხადა მან.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. რეფერენდუმის შედეგების „დათვლა" მხოლოდ საათნახევარს გაგრძელდა. მათივე ინფორმაციით, ყოველივე ეს მეტყველებს მეტყველებს იმაზე, რომ სეპარატისტებმა პირნათლად შეასრულეს რუსული მოძრაობა „რუსული ნაციონალური ერთიანობის" ხელმძღვანელის ალექსანდრე ბარკაშოვის მითითება „დაედოთ" 89 %.