დონეცკის ოლქში დაწყებული არეულობების შედეგად უკვე 49 ადამიანია დაღუპული. მონაცემებს დონეცკის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტი აქვეყნებს.
„რეგიონში მასობრივი არეულობების, მათ მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შემდეგ (13 მარტი) დონეცკის ოლქში დაღუპულია 49 ადამიანი. საავადმყოფოებში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით 245 ადამიანია მოთავსებული",_ იუწყება დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მასალის გამოყენების პირობები