ლუგანსკელმა სეპარატისტებმა დონეცკელი სეპარატისტების კვალდაკვალ ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გაახმოვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას ე.წ. ამომრჩეველთა 94-98 % მისცა ხმა.
ლუგანსკის ოლქის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მალიხინმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის უკვე დამუშავებულია 28 ტეროტორიულ კომისიის მონაცემები.
„ახლა ველით მონაცემებს რთული რაიონების ტერიტორიული კომისიებიდან , სადაც ბიჭები ნაციონალური გვარდიის ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან. შუალედური მონაცემებით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ხმა 94-98 % მისცა",_ განაცხადა მალიხინმა.
შეგახსენებთ, რომ დონეცკელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის 89,07 % -მა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მისცა ხმა, წინააღმდეგ 10,19 % წავიდა ხოლო „ბიუტელეტენების" 0,74 % გაფუჭებულია.