ამერიკული სარეკლამო ჰოლდინგის Omnicom Group -სა და ფრანგული Publicis Group -ს გაერთიანება და ერთ კორპორაციად ჩამოყალიბება ჩაიშალა. ეს იმ ფონზე როდესაც ნავარაუდევი იყო რომ გამსხვილებული კომპანიის კაპიტალიზაცია 35,1 მლრდ დოლარი იქნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგების ჩაშლის მიზეზი კი გახდა ის, რომ კომპანიის მესვეურები ვერ შეთანხმდნენ გამსხვილებულ კორპორაციაში წამყვან პოზიციებს ვინ დაიკავებდა.
ნავარაუდევი იყო, რომ ახალი კომპანია - Publicis Omnicom Group - მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო კომპანია გახდებოდა და ის ამ სტატუსს ბრიტანულ WPP -ს ჩამოართმევდა.