დონეცკელმა სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგები გაახმოვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
დონესცელ სეპარატისტთა ერთ ერთი ლიდერი, რომელიც ხმების დათვლაზე იყო პასუხისმგებელი რომან ლიაგინი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 74, 87 % შეადგინა.
მისი ინფორმაციით, დონეცკის ოლქის 89,07 % -მა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მისცა ხმა, წინააღმდეგ 10,19 % წავიდა ხოლო „ბიუტელეტენების" 0,74 % გაფუჭებულია.
ლიაგინმა განაცხადა, რომ ასე მალე ე.წ. რეფერენდუმის შედეგების დათვლა შექმნილი დაძაული მდგომარეობის გამო მოხერხდა. ამას გარდა, ლიაგინმა ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დონეცკის ოლქში არ გაიმართება, ახალი რეფერენდუმი დონეცკის ოლქში არ გაიმართება და უკრაინისგან გამოყოფას არ აპირებენ.