ევროკავშირის ქვეყნებმა წინასწარი შეთანხმება მიიღეს იმის შესახებ, რომ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით ახალი სანქციები უნდა დაწესდეს. საქქციები ამჯერად ცალკეული პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
აღნიშნული გადაწყვტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნდა იქნეს მხარდაჭერილი, რომელიც 12 მაისს უნდა გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა და ახლა ფორმალური მხარდაჭერის გამოხატვა იქნება საჭირო. ახალი სანქციები სავარაუდოდ ორშაბათს იქნება მიღებული",_ განაცხადა წყარომ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთისა და უკრაინის 48 მოქალაქის აქტივები უკვე გაყინა და მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაც აუკრძალა.