დონეცკის მხარეში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია ფინალურ ფაზაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი პაშინსკიმ განაცხადა.
„ფინალურ ფაზაშია ანტიტერორისტული ოპერაცია კრასნო ლიმანის, სლავიანსკის, კრამატორსკის რაიონებში", - განაცხადა სერგეი პაშინსკიმ.
მისი თქმით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია „ბევრი სეპარატისტი", თუმცა მის მიერ დასახელებული არ იქნა ლიკვიდირებული პირების რაოდენობა.
პაშინსკიმ აღნიშნა, რომ ეს იყო რეაქცია შეიარაღებული პირების მცდელობაზე „გადაელახათ ბლოკპოსტები", რომლებიც ამ ქალაქებში უკრაინის ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ განთავსდა.
მისივე თქმით, უკრაინის სამართალდამცველებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მხრიდან დანაკარგები არ არის.
მასალის გამოყენების პირობები