რუსეთის სამხედრო მფრინავებმა მიიღეს ბრძანება მიზანმიმართულად დაარღვიონ უკრაინის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ გაზეთი Bild am Sonntag გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იტყობინება Deutsche Welle.
გამოცემა იუწყება, რომ დაზვერვა ეყრდნობა რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის რადიოგრამებს, რომელიც ხელში ჩაუვარდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და რაც ამერიკულმა მხარემ გერმანელ კოლეგებს გადასცა.
ამ დოკუმენტების მიხედვით რუსეთის სამხედრო პილოტებმა მიიღეს ბრძანება შეგნებულად დაარღვიონ უკრაინის საჰერო სივრცე.