უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის მხარეში, რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით, არალეგიტიმური რეფერენდუმი იმართება.
მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას რეფერენდუმის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით, უკრაინაში დამკვირებლები არ გაუგზავნია და წინასწარი განცხადებების მიხედვით არც ერთი სახელმწიფო რეფენენუმის შედეგების აღიარებას არ აპირებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება რეფერენდუმის მხარდაჭერის შესახებ.
სეპარატისტებმა რეფერენდუმზე პასუხი უნდა გასცენ კითხვებს - მხარს უჭერენ თუ არა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.