სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ე.წ. რუსი სამშვიდობოების შემოსვლისათვის რეფერენდუმში მონაწილეობაა საჭირო
სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ე.წ. რუსი სამშვიდობოების შემოსვლისათვის მათი რეფერენდუმში მონაწილეობაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სამხედრო პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ე.წ. სამშვიდობოების შეყვანით სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში სტაბილური გახდება.
ტიმჩუკო ასევე აცხადებს, რომ თეორიულად ე.წ. სამშვიდობო ოპერაცია პუტინმა შესაძლოა ორი ვარიანტით ჩაატაროს. პირველი ვარიანტი ამ ოპერაციის წარმართვა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შოს), მეორე კი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ ორგანიზაციის (ოდკბ) ეგიდითაა შესაძლებელი.
„პირველი ვარიანტის ეგიდით ამ ოპერაციის ჩატარება გამორიცხულია, ვინაიდან ამ ორგანიზაციის წევრი ჩინეთი ამ გლობალურ ანატიურაზე არ წავა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს და რუსეთის მიერ კონტროლირებად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ ორგანიზაციას, როგორც ცნობილია ამჟამად პუტინი ამ ორგანიზაციის წევრებთან, კონკრეტულად კი სატელიტი -ქვეყნების პრეზიდენტებთან გაძლიერებულ კონსულტაციებს ატარებს.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, რომელიც აქამდე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარს არ უჭერდა გაურკვეველი მიზეზებით პოზიცია შეიცვალა. პოზიციის ცვლილება კი საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის მზადყოფნას გამოუყოს ბელორუსს კრედიტი 2 მილიარდი აშშ დოლარი",_ აცხადებს ტიმჩიკი და აღნიშნავს, რომ ოდკბ-ს არავითარი უფლება არ აქვს ამ ოპერაციის ჩატარებისა, რადგანაც ამ ორგანიზაცია ამჯვარი ოპერაციების ჩატარების უფლება მხოლოდ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფობის ტერიტორიაზე აქვს.
„უკრაინა კი ამ ორგანიზაციის წევრი არ არის და ამგვარი ოპერაციის ჩატარება უკრაინის ტერიტორიაზე სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მაუწყებელი იქნება, უფრო სწორედ კი აგრესიის მეორე ეტაპის განხორციელებისა ყირიმის შემდეგ",_ აცხადებს ტიმჩუკი.