საქართველო და თურქეთი მდინარე მტკვარზე კაშხლის მშენებლობას განიხილავენ, აღმიშნულის შესახებ თურქულ მედიასთან საუბრისას, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა თანერ ილდიზმა გააკეთა.
მინისტრით, თქმით, თურქული მხარე პროექტის 80 % -ით დაფინანსებას განახორციელებს.
მისივე განმარტებით, ახალი კაშხალი საქართველოში ერთ-ერთი თბოელექტრო სადგურის მიერ იქნება გამოყენებული.
ილდზის თქმით, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას თბილისი და ანკარა თურქეთის გავლით ევროპაში ელექტროენერგიის გაყიდვაზე შეთანხმდნენ.
2014 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2485,23 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდა. 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 246,36 მლნ კვტ / სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა.