დონბასში ყველა საარჩევნო კომისიას სეპარატისტები აკონტროლებენ და ამიტომ აქ 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რომან ლიაგინმა გააკეთა.
„ჩვენ 22 საარჩევნო ტერიტორიას ვაკონტროლებთ, ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნები დონბასში არ ჩატარდება",_ განაცხადა ლიაგინმა და აღნიშნა, რომ ფედერენდუმის ჩასატარებლად კი უკვე ყველაფერი მზადაა.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად უკვე ფორმირებულია 53 ტერიტორიული საარჩევნო კომისია. კვირას, 11 მაისს დილით 08:00 საათზე დონბასში ყველა 1527 სარჩევნო უბანი გაიხსნება. უბნები 22:00 საათზე დაიხურება.
ლიაგინმა ასევე განაცხადა, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ამომრჩეველთა ნებისნიერი აქტივობის მიუხედავად ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები