სამი ადამიანისაგან შემდგარი ოჯახი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი საგუშაგოს გავლას შეეცადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ლუგანსკის ოლქის ტრასაზე აღმოჩენილი დაცხრილული ორი ავტომობილი. ერთ მათგანში აღმოჩენილია მამაკაცის ცხედარი, მეორეში ქალის ცხედარი და მძიმედ დაჭრილი 10 წლის გოგონა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები ბოევიკთა მოთხოვნაზე არ გაჩერდნენ და შედეგად ისინი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს.
მასალის გამოყენების პირობები