ფრანგული საუზმე სათავო ოფისში ბანკ „რესპუბლიკის" თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის.
ამ დილით, ბანკ „რესპუბლიკის" თანამშრომლებს სათავო ოფისის შესასვლელში სასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ: ბანკის დირექტორები და მენეჯერები მათ ყავითა და სურნელოვანი კრუასანებით გაუმასპინძლდნენ. საუზმე-სიურპრიზი ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო და ჯგუფის ყველაზე ძვირფას აქტივთან _ კლიენტებთან და თანამშრომლებთან ერთად აღინიშნა. ამ ჟესტით ბანკმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა ერთგულების, გუნდური სულისკვეთებისა და ჯგუფის ღირებულებების გაზიარებისთვის. წლევანდელი საიუბილეო წელი კოლეგებთან და კლიენტებთან ერთად ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორიის აღნიშვნას და მომდევნო 150 და მეტი წლის განმავლობაში ჯგუფის წევრობის სიამაყის პერსპექტივას ეთმობა. საუზმე-სიურპრიზები სხვა საზეიმო ღონისძიებებთან ერთად ჯგუფის წევრ ქვეყნებში მთელ მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა. ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია გლობალური საქველმოქმედო ინიციატივა, რომლის შედეგადაც უამრავი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის 500 000 ევრო შეგროვდა.
„ჩვენ დიდ და გამორჩეულ კომპანიას ვეკუთვნით. ჩვენი საერთო ღირებულებებია: გუნდური სულისკვეთება, ინოვაცია, ერთგულება და პასუხისმგებლობა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიას თქვენთან და 32 მილიონ კლიენტთან ერთად ვაგრძელებ", - განაცხადა ჯგუფის პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, ფრედერიკ უდეამ.
150 წლის წინ, 1864 წლის 4 მაისს, მეწარმეთა ჯგუფმა შექმნა „სოსიეტე ჟენერალი", ბანკი, რომლის მიზანიც საფრანგეთში ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა იყო. დაარსების დღიდან, ამ 150 წლის მანძილზე, ბანკმა და მისმა თანამშრომლებმა ბევრი რამ გამოსცადეს: ომიდან და კრიზისიდან დაწყებული, ფინანსური ინოვაციითა და ეკონომიკური ბუმით დამთავრებული. ამ წლების განმავლობაში „სოსიეტე ჟენერალი" მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ჯფუფების ჩამოყალიბებისა და განვითარების მონაწილე იყო. მან დააფინანსა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა. ბანკი მილიონობით კერძო კლიენტის, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების გვერდით იდგა და მხარს უჭერდა მათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ასეა დღესაც...