პოლიტიკური უმცირესობა ოპოზიციური კოორდინაციის სამუშაო ჯგუფს ქმნის. ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით დღეს გამართულ "დიდ ოპოზიციურ შეკრებაზე" მიიღეს.
ლიდერები უკვე იმაზედაც შეთანხმდნენ, რომ ოპოზიციური კოორდინაციის სამუშაო ჯგუფს გოგა ხაინდრავა უხელმძღვანელებს.
"პირველ რიგში, რასაც გავაკეთებთ ისაა, რომ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ დავუპირისპირდეთ იმ აღვირახსნილობას, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება", - განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს გამართულ შეკრებაზე
მიმართვაც შეიმუშავეს, რომლითაც ისინი მსოფლიოს დემოკრატიულ თანამეგობრობას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას სთხოვენ.