ხვალ, 8 მაისს, 17:00 საათზე რუსთაველზე მდებარე „ვენდის" ამერიკულ რესტორანში „ვისოლ ჯგუფი" „ვენდი 2014"-ს გამოავლენს. ექვსთვიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 14 ჟღალთმიანი გოგონადან ერთი გამარჯვებული 2014 წლის მანძილზე ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის" სახე იქნება და კომპანიის მიერ ორგანიზებულ კორპორატიულ და საქველმოქმედო აქციებში მიიღებს მონაწილეობას. „ვენდი 2014"-ს „ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი დააჯილდოვებს.
კონკურსი "ვენდი 2014" ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე 600 ჟღალთმიანი გოგონადან 14 აპლიკაციებისა და ფოტოსურათების მეშვეობით შეირჩა. კონკურსში მონაწილე გოგონების შერჩევა ვენდისთან ვიზუალური მსგავსების გარდა, მათი ხასიათის თანხვედრასაც ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა სხვადასხვა სახალისო დავალება შეასრულეს.
„ვენდი 2014"-ის დაჯილდოებაზე ჯგუფი „დილა როას" ახალი კლიპის პრეზენტაციაც მოეწყობა, რომელიც „ვენდის" მომხმარებლების „ფეისბუქ" კომენტარებით შეიქმნა და კონკურსანტი გოგონებისა და „ვენდის" რესტორნის თანამშრომლების მონაწილეობითაა.
„ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის" ორი ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარეობს. „ვისოლ ჯგუფი" მომავალი 10 წლის მანძილზე „ვენდის" 25 რესტორანს გახსნის საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ვენდი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები