სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური დახმარებისათვის 10 მილიარდი რუსული რუბლი გამოიყოფა.
შამბამ ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამ საკითხების განსახილველად იმყოფებოდა იგი მოსკოვში 17-19 მარტს.
"27 მარტს პარლამენტთაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც დამტკიცებული იქნება აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური დახმარების გეგმა", _ განაცხადა შამბამ და დასძინა, რომ აღნიშნული გეგმა გულისხმობს სხვა და სხვა მიმართულებს: სოფლის მეურნეობას, კომუნიკაციებს, ჯანდაცვას, სპორტს, კომუნალურ მეურნეობას და სხვას.
სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უსაფრთხოების საკითხები მეორე ადგილზე გადავიდა და ამჟამად პირველ ადგილზე აფხაზეთის სოციალ-ეკონმიკური განვითარების საკითხები დგას.