მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები "უკვე გაყალბებულია".
ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"დღეს უკვე გაყალბებულია არჩევნები. აქედან გამომდინარე, ამ საარჩევნო გარემოში კონკრეტული გამარჯვების რეალიზება შეუძლებელია", - მიაჩნია გაჩეჩილაძეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოზე მათიას ეორში და კასტრიო ისლამი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის წინ შეხვდნენ. ძირითადი განსახილველი თემა საარჩევნო საკითხები იყო.