მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი იმ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს პასუხობს, რომლებმაც "დიდ ოპოზიციურ შეკრებაში" მონაწილეობა სწორედ ნოღაიდელის ფაქტორის გამო არ მიიღეს.
"ეს მათი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არის. ჩემი აზრით, ისინი საბაბს ეძებენ, რომ სერიოზული საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან სხვა ინტერესები აქვთ", - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი-მარიოტში" "დიდი ოპოზიციური შეკრება" მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე პარტიის ლიდერები მასში ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობის გამო არ ესწრებიან.