დღეს უკრაინისათვის „გაზპრომის" მიერ გაზის საფასური გადახდისთვის მიცემული ბოლო ვადა იწურება. აპრისლში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული გაზის საფასურის გადახდის ბოლო ვადა 7 მაისია.
რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი აცხადენბს, რპომ თუ უკრაინა თანხას არ გადაიხდის, „გაზპრომი" ივნისში მისაღები გაზის საფასურის წინასწარი გადახდის ანგარიშს წარმოადგენს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ან „გაზპრომი" გაზის მიწოდების შეზღუდვას აპირებს. ამ ტერმინის გამოყენება სწორი არ არის."გაზპრომი" თავის საკონტრაქტო ვალდებულებებს ასრულებს. ამასთან ერთად, 1 ივნისიდან შესაძლოა შეიმქნას სიტუაცია იმისა, რომ „გაზპრომი" გაზს მიაწვდის უკრაინას იმ მოცულობით რა მოცულობაზეც თანხმა იქნება გადახდილი წინასწარ უკრაინული მხარის მიერ",_ განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა.
მასალის გამოყენების პირობები