"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა გია თორთლაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რამაზ შენგელია წარადგინა.
როგორც თორთლაძემ დღეს კანდიდატის წარდგენაზე აღნიშნა, რამაზ შენგელია სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორია და მისი საქმიანობა სამედიცინო და სოციალურ სფეროსთან დაკავშირებულია.
"რამაზ შენგელიას საარჩევნო პროგრამა სამედიცინო და სოციალურ სფეროზე იქნება ორიენტირებული", - აღნიშნა თორთლაძემ.
ამასთან, შენგელიას განცხადებით, კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას საზოგადოებას დაახლოებით, 10 დღეში წარუდგენს.