უცხოეთში არსებულ ქართულ ანსამბლებს საჭირო ანტურაჟით საქართველოს კულტურის სამინისტრო მოამარაგებს.
შესაბამისი შეთანხმება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტის აპარატსა და კულტურის სამინისტროს შორის ხვალ, 23 მარტს გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შესაბამის დოკუმენტს ხელს მინისტრები პაპუნა დავითაია და ნიკა რურუა მოაწერენ.
შეთანხმების თანახმად, კულტურის სამინისტროს დახმარებით უცხოეთში არსებულ ქართული ანსამბლებისთვის ნაციონალური ჩოხები, კაბები შეიკერება. მათ ასევე სხვა საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ რეკომენდებული იქნება ის ანსამბლები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევიან.