"დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციისთვის "მოდელირებული ქრონიკის" საკითხს უმთავრესად მიიჩნევს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ დღეს, სასტუმრო "თბილისი - მარიოტში" ოპოზიციის შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქართულმა ოპოზიციამ საბოლოოდ ფურცელზე დააფიქსიროს "მოდელირებული ქრონიკის" საკითხი, რადგან ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და არა ის, თუ ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა.
"დარწმუნებული ვარ გადაცემა, რომ კიდევ ნახევარი საათით გაგრძელებულიყო საქართველოში სისხლი დაიღვრებოდა. ჩემი შვილი და მისი მეგობრები უკვე ახალგორისკენ მირბოდნენ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ