ხორბლის მსოფლიო ფასი იზრდება, რადგანაც უკრაინაში მოვლენები კვლავ მძიმეა და ექსპერტები ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტის განხორციელების პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობენ. ივლისის კონტრატქები ჩიკაგოს ბირჟაზე 3,4 %-ით უკვე გაძვირდა და 1 ტონა ხორბლის ფასმა 272,06 დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი კი 2013 წლის 28 მარტის შემდგომ ყველაზე მაღალია.
როგორც ცნობილია ხორბლის ექსპორტის სიდიდით უკრაინა მსოფლიოში რიგით მეექვსე, ხოლო სიმინდის ექსპორტის კუთხით კი მესამე ქვეყანა.
ხორბლის ფასთან ერთად ძვირდება სიმინდის ფასიც. უკვე ცნობილია, რომ სიმინდზე ივლისის კონტრაქტების ფასმა უკვე 0,4 %-ით მოიმატა და ტონაზე 197,34 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს უკრაინაში ხორბლის რეკორდული - 63 მლნ ტონა - მოსავალი დაფიქსირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2012 წელს ქვეყანაში 46 მლნ ტონა ხორბალი დააბინავეს.
2013 წლის მონაცემებით, უკრაინული ხორბლის ექსპორტის 34 %-ი აზიის ქვეყნებზე, 27 % ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 21 %-ი დსთ-ს სივრცეზე მოდის