2014 წლის სექტემბერში ბათუმს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეემატება. მრავალპროფილური კლინიკა 100 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებენ.
„ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა, რომელშიც მოცემული იქნება ყველა პირობა მაღალტექნოლოგიური მომსახუროების განხორციელებისათვის", - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ.
სამომავლოდ კი საავადმყოფოს ბაზაზე „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალის გახსნაც იგეგმება, რომელსაც თურქეთში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს.
სამედიცინო განათლების მიღების მსურველებს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე მოუწევთ, სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს „ბაჲ"-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან. საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.