„ანტიტერორისტული ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში გაგრძელდება და ის თავის შედეგებს მოიტანს",_ განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებას ართულებს ის, რომ ამ ოლქების მცხოვვრებლები სეპარატისტებს უჭერენ მხარს. თუმცა, ამის მიუხევად ტურჩინოვი აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება.
ამას გარდა, ალექსნადრე ტურჩინოვმა განაცხდა ისიც, რომ იმისათვის, რომ უკრაინის სხვა რეგიონებში სეპარატისზმის მცდელობები დროულად იქნეს აღკვეთილი შს სამინისტროს ბაზაზე იქმნება სპეციალური ბატალიონები. მისივე თქმით, უკვე შექმნილია შვიდი ასეთი ბატალიონი.