აშშ-ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეს სასამართლომ დაადგინა, რომ მობილური მოწყობილობის შექმნისას კომპანია Samsung Electronics -მა კორპორაცია Apple -ის ორი პატენტი დაარღვია. თუმცა Samsung -ი ბედთან შერიგებას არ აპირებს და სმარტფონებისა და პლანშეტების აშშ-ში რეალიზაციის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით Samsung -ს კორპორაცია Apple -ის სასარგებლოდ 119,625 მლნ დოლარის გადახდაც დაევალა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2,2 მლნ დოლარის გადახდა იყო მოთხოვნილი.
იმავდროულად სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ Apple -მაც დაარღვია Samsung -ის ერთი პატენტი და კომპანიას 158,4 ათასი დოლარის გადახდა დაავალა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის აგვისტოში სასამართლომ Samsung -ი რამდენიმე პატენტის დარღვევაში დამნაშავედ სცნო და კომპანიას 1.05 მლრდ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა. თუმცა შემდგომ კომპენსაციის მოცულობა 405 მლნ დოლარამდე შემცირდა .