პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" დღეს "დიდ ოპოზიციურ შეკრებას" არ დაესწრება, აღნიშნულ შეხვედრის მომზადებასთან დაკავშირებით პარტიას კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესამსახურიდან აცნობეს, "საქართველოს გზამ " დიდი ხნის წინ უკვე დააფიქსირა თავის პოზიცია არჩევნებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
"ერთ-ერთი მიზეზი "ოპოზიციურ შეკრებაში" არ მონაწილეობისა ისიც არის, რომ შეხვედრას ზურაბ ნოღაიდელი ესწრება და ჩვენ მის გვერდით ყოფნას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ",_ განმარტავენ პარტიის პრესამსახურში.