უკრაინის ქალაქ ოდესაში კვლავ დაძაბულობაა. შეიარაღებული სეპარატისტები ქალაქში არეულობის პროვოცირებას ცდილობენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ექსტრემისტებისა და პროვოკატორების ჯგუფმა ქალაქის მილიციის შენობის ბლოკირება მოახდინა და მასში შეჭრას ცდილობს.
შენობაში 2 მაისის არეულობის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული და სავარაუდოდ, ექსტრემისტებს მათი გათავისუფლება აქვთ მიზნად დასახული.
შენობას მილიციის თანამშრომლები იცავენ.
დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცავი და ადგილობრივი მცხოვრები, დაჭრილია პიროვნება, რომელსაც ტანსაცმელზე მიმაგრებული ქონდა წარწერა „პრესა".
შეგახსენეთ, რომ ოდესაში 2 მაისს 46 ადამიანი დაიღუპა.