უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი, უფრაქციო დეპუტატი პიოტრ პოროშენკო, არა აპირებს თავისი კონკურენტების, მათ შორის იულია ტიმოშენკოს კრიტიკას.
„მე არ გავაკეთებ არავითარ კომენტარს ტიმოშენკოს თეზისებთან დაკავშირებით. არასოდეს, ეს სიმართლეც რომ იყოს", - განაცხადა პორიშენკომ.
საკუთარი პოზიცია მან იმით ახსნა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის ერთობლივი ბრძოლა.
„დღეს, ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ უკრაინისთვის", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია წარსულიდან დასკვნების გაკეთება.
„თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კრიტიკულ გამოსვლას რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგ", - აღნიშნა პორიშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები