იტალიაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება
სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სენიგალიას პროვინცია დააზარალა. ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ჩეზანო.
დატბორილია რამდენიმე ქუჩა. სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩაერთო. მთლიანად ევაკუირებულია სოფელი ვალონე.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.