მეოთხე დღეა, რაც თბილისში 14 წლის გოგოს ეძებენ. როგორც მოზარდის ბებია აცხადებს შვილიშვილი 30 აპრილს გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა დილით სკოლაში დეიდამ მიიყვანა, მაგრამ როგორც გაირკვა, ბავშვი შენობაში არ შესულა.
ოჯახმა სამართალდამცველებს იმავე დღეს მიმართა.
დაკარგული მოზარდის დედის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტი გასულ წელსაც მოხდა.
მოზარდი მაშინ პოლიციამ რუსთავში, მეგობართან იპოვა.