ბიზნესმენ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი ამ დრომდე რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით კოდუას, პალატაში სავარაუდოდ, ორ დღეში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუას აბაშიძის ქუჩაზე თავს გუშინ დაესხნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
გუშინვე შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით.