კიევის პატრიარქი ფილარეტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს არ მოახდინოს უკრაინაში ახალის სისხლისღვრის პროვოცირება.
„მრავალრიცხოვანი მტკიცებულება, რომელსაც თავის დასკვნებში ეყრდნობა საერთაშორისო თანამეგობრობა, ადასტურებს, რომ ამ ძალადობის აფეთქების, ტერორისტული აქციების უკან დგანან რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები, რომელთა ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ხელმძღვანელობას და პირადად მის პრეზიდენტს", - აცხადებს კიევის პატრიარქი.
პატრიარქის თქმით, რუსეთის მიერ წახალისებული პირები, დაქირავებულები, აგენტები ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რაც იწვევს მსხვერპლის ზრდას.
„მათ მიზანს წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევა და მიზეზის პროვოცირება რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრისთვის და ჩვენი მიწების ოკუპაციებისთვის", - აცხადებს კიევის პატრიარქი.
პატრიარქი აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია აგრძელებს ტყუილების კამპანიას, რაც ასევე არის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული გამოუცხადებელი ომის შემადგენელი ნაწილი.
„ამ კამპანიის მონაწილეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტყულების შეგნებული გავრცელება სატანის მსახურებაა. ბოროტების ჩადენით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დამალოს სიმართლე, ისევე როგორც ეს ხდებოდა ყირიმის ოკუპაციის დროს, როდესაც ისევ ეს ხელისუფლება უარს ამბობდა ეღიარებინა საოკუპაციო ჯარების რუსეთისადმი კუთვნილება. ღმერთისგან სიმართლის დაფარვა შეუძლებელია. ის ყველაფერს ხედავს და ყველას მიაგებს დამსახურების მიხედვით", - ნათქვამია კიევის პატრიარქის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები