უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წესრიგი დაამყაროს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან თათრს სახლში უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტმა პრაქტიკულად მოუხსნა პასუხისმგებლობა კიევის ხელისუფლებას და ის იმ ზალებს დააკისრა, რომლებსაც მისი აზრით, რუსეთი უჭერს მხარს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ობამა კიდევ ერთხელ დაემუქრა მოსკოვს სანქციების გაძლიერებით.
„შემდეგი ნაბიჯი - ეს უფრო ფართო, სექტორალური სანქციური რეჟიმი იქნება. ეს არ არის სასჯელი, ეს სტიმული იმისათის, რომ მოსკოვმა უფრო სწორი გზა აირჩიოს",_ განაცხადა ობამამ.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.
„ჩვენ რუსეთის მიერ ჟენევის შეთანხმების შესრულებას ვერ ვხედავთ",_ განაცხადა მან. მისი თქმით,
"უკრაინა ასრულებს თავისი ვალდებულებას".
მერკელმა აღნიშნა, რომ დაინტერესება იმისა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდეს არის, თუმცა აღნიშნა იცის, რომ „თუ მომავალში მდგომარეობის ესკალაცია მოხდება დასავლეთი ახალი სანქციებისათვის მზადაა".
ამგელა მერკელმა გააკეთა გაფრთხილება იმის შესახებაც, რომ აშშ-ს კვალდაკვალ სანქციების გაფართოებაზე მზადაა ევროკავშირიც.
„ჩვენ სანქციების მესამე სტადიას შემოვიღებთ",_ განაცხადა მერკელმა.