შსს ადასტურებს, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას სცემეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, მოხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მოგიანებით გახდება ცნობილი.
"ცემის ფაქტს ვადასტურებთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აცხადებნ შსს-ში.
შგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. კოდუა რკინიგზის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის მძიმეა.
დავით კოდუა კლინიკაში დღეს, დაახლოებით 15.00 საათზე მოათავსეს.
მასალის გამოყენების პირობები